ახალი ხორცის უხვი მრავალფეროვნება

აკანა მინიმუმ სამ* ახალი ხორცეულს, შინაური ფრინველი ან თევზეულს შეიცავს.

წარმოიდგინეთ ბუნებრივი რაციონის ვარიაციები: დღეს კვერცხი, ხვალ იხვი ან ბატი, ზეგ კი – თევზი. ახალი ხორცის მდიდარი მრავალფეროვნება ჩვენი მრავალი ჯილდოს მფლობელი “ბიოლოგიურად სათანადო” კვების ფილოსოფიის მთავარი პრინციპია.

ეს მრავალფეროვნება იკარგება სტანდარტულ ძაღლისა და კატის საკვებში, რომელიც ძირითადად ერთი ცხოველური ინგრედიენტით მზადდება, როგორიცაა ქათამი ან ცხვარი. ის როგორც წესი ძლიერად გადამუშავებული და იშვიათად თუ ახალია.

აკანა განსხვავებულია. ის მინიმუმ სამ ნედლ ხორცეულს შეიცავს, მიღებულს ფერმებში გაზრდილი წითელი ხორცის, ველების შინაური ფრინველებისა და ბუნებაში დაჭერილი თევზებისგან. ის თქვენს ძაღლსა და კატას ცილებისა და ცხიმების უხვი მრავალფეროვნებით უზრუნველყოფს, რაც ჯანმრთელობისთვის არის კარგი.

*ACANA Singles-ის გამოკლებით, რომელიც ერთი ცხოველისგან მიიღება.

წითელი ხორცების ტრადიცია

კანადის შუაგულში, ადგილობრივ ფერმებში, სუფთა ჰაერზე, წყალსა და ნატურალურ მარცვლეულზე გაზრდილი ახალი ძროხები, ბიზონები, ბატკნები და ღორები ყოველ დღე მოაქვთ ჩვენმდე, ამიტომ ისინი არ შეიცავენ ქიმიურ საშუალებებს და სავსე არიან სარგებლითა და გემოთი.

შავი ანგუსის ძროხა
ალბერტას ველის რანჩოები
თავისუფლად გაზრდილი ბიზონი
ალბერტას მთისწინეთის ფერმები
ბალახზე გაზრდილი ბატკანი
ალბერტას საძოვარი ფერმები
ალბერტას ღორები
ალბერტას ველის ფერმები
 ანტიბიოტიკების გარეშე | ბალახზე გაზრდილი | ახალი ან უმი | ადამიანთა მოხმარებისთვის ვარგისი

გაიგე მეტი

ველების შინაური ფრინველი და კვერცხები

ფერმებზე გაზრდილი ჩვენი ქათმები, ინდაურები და კვერცხები ადამიანთა მოხმარებისთვის ვარგისად აღიარებულია. ისინი ყოველ დღე ახლად მოაქვთ ჩვენამდე, ამიტომ სავსე არიან მკვებავი ცილებითა და ცხიმებით. ჩვენი იხვები აურორას ველებზე იზრდებიან, ონტარიოში.

ველებზე გაზრდილი ქათმები
ალბერტას ველები
ველებზე თავისუფლად გაზრდილი იხვები
აურორა, ონტარიო
ველებზე თავისუფლად გაზრდილი ინდაურები
ალბერტას ველის ფერმები
ბუდეში დადებული კვერცხები
ალბერტას ველის ფერმები
 ანტიბიოტიკების გარეშე | გაზრდილი გალიების გარეშე | ახალი ან უმი | ადამიანთა მოხმარებისთვის ვარგისი

გაიგე მეტი

ბუნებაში დაჭერილი თევზები

ჩვენი ზღვის თევზები ვანკუვერის კუნძულის ჩრდილოეთით, ჰარდის პორტშია დაჭერილი, მტკნარი წყლის თევზები კი-ჩრდილოეთის ცივ ტბებში. ჩვენს მრავალი ჯილდოს მფლობელ ფაბრიკებამდე ისინი ისეთივე ახალი და ცივი მოაქვთ, როგორც მათი მშობლიური წყლებია.

ზღვის თევზი

წყნარი ოკეანის ქაშაყი
ჩრდილოეთ ვანკუვერის კუნძული
ეშვიანი კამბალა
ჩრდილოეთ ვანკუვერის კუნძული
წყნარი ოკეანის საერდინი
ჩრდილოეთ ვანკუვერის კუნძული
ვერცხლისფერი ხეკი
ჩრდილოეთ ვანკუვერის კუნძული
წითელზოლა ქორჭილა
ჩრდილოეთ ვანკუვერის კუნძული

მტკნარი წყლის თევზები

ყვითელი ქორჭილა
ალბერტა & სასკაჩევანი
ჩრდილოეთის ფარგა
ალბერტა & სასკაჩევანი
ჩრდილოეთის ქარიყლაპია
ალბერტა & სასკაჩევანი
ტბების თეთრი თევზი
ალბერტა & სასკაჩევანი
 ველური | ბუნებაში დაჭერილი | ახალი ან უმი | ადამიანთა მოხმარებისთვის ვარგისი |

გაიგე მეტი