შეზღუდული ნახშირწყლები და გლიკემიურობა

აკანა ნახშირწყლებს 30%-მდე, ხოლო გლიკემიურ დატვირთვას 9-მდე ზღუდავს

მიუხედავად იმისა, რომ ნახშირწყლები სიმსუქნისა და დიაბეტის წამყვან მიზეზად არის აღიარებული, სტანდარტული კატისა და ძაღლის საკვების ნახშირწყლების შემცველობა ხშირად 50%-ს აჭარბებს.

კიდევ უარესი, ძაღლებისა და კატების საკვების უმეტესობა შეიცავს სწრაფ ნახშირწყლებს, როგორიცაა ბრინჯი, კარტოფილი,ბურღული და სახამებელი, რომლებიც სწრაფად გადიან მონელების პროცესს და სისხლში არსებული გლუკოზისა და ცხიმის მარაგს ზრდიან – სიმსუქნისა და დიაბეტის გამომწვევი მიზეზები.

მარცვლეულის, კარტოფილის და ბურღულის გარეშე დამზადებული, ბიოლოგიურად სათანადო აკანა დაბალგლიკემიურ ხილ-ბოსტნეულს შეიცვას (როგორიცაა მთლიანი გოგრა და ჯავზის გოგრა), რომელიც სისხლის მომიქცევაში ნელა შედის, ხელს უწყობს სისხლში შაქრის სტაბილური დონის შენარჩუნებას და ამცირებს ცხიმის დაგროვების პოტენციალს.

ნახშირწყლების გამოთვლა | გლიკემიური დატვირთვა

გლიკემიური დატვირთვა (გლ) გამოითვლება ნახშირწყლის გლიკემიური ინდექსის მნიშვნელობის გამრავლებით საკვებში შემავალი ნახშირწყლების რაოდენობაზე. ეს საკვების სისხლში შაქრის დონეზე გავლენის გამოსათვლელად საუკეთესო გზაა.

გლიკემიური დატვირთვა = (გლიკემიური ინდექსი x ნახშირწყლების რაოდენობა გრამებში) ÷ 100.

20-ზე მაღალი გლიკემიური დატვირთვა “მაღალია”, 11-19 “საშუალო”, 10 და ნაკლები კი – “დაბალი”. აკანას ყველა საკვებში 10 და დაბალია. ის ხელს უწყობს გამხდარი კუნთების განვითარებას და, ამასთან, ინარჩუნებს მცირე რაოდენობის ცხიმს ორგანიზმში.