WholePrey-ის ხორცის რაციონი

ხორცეული, ორგანოები და ხრტილი WholePrey-ის რაციონში

დედა ბუნებამ, თავისი უსაზღვრო სიბრძნით, თევზებში, შინაურ ფრინველსა და ნადირში შემავალი საკვები ნივთიერებები ძაღლებისა და კატების ხორცის დიეტას შეუსაბამა.

ბუნებაში საკვების ხელოვნური დანამატები არ არსებობს, მგლებსა და ველურ კატებს საკვები ნივთიერებების მიღება მონადირებული ცხოველებისგან უწევთ; კუნთის ხორცი ცილებს შეიცავს; ღვიძლი, თირკმელი და ფაშვი ვიტამინებისა და მინერალების წყაროა; ძვლები და ხრტილი კი – კალციუმისა და ფოსფორის.
ჩვენი WholePrey™-ის საჭმელები აერთიანებს ხორცის, ორგანოებისა და ხრტილის ისეთ რაციონს, რომელიც ბუნებრივად და სრულად უზრუნველყოფს ცხოველებს საკვები ნითიერებებით, ხელოვნური ვიტამინების, მინერალებისა და ამინომჟავების გრძელი სიების დამატების საჭიროების გარეშე.

აკანაში შემავალი საკვები ნივთიერებები არასდროსაა ხელოვნური.

სუპერსაკვები ძაღლებისა და კატებისთვის

ორგანოების ხორცი ფაქტიურად ყველა საჭირო ვიტამინის, მინერალის, სასარგებლო ცხიმისა და ამინომჟავას ბუნებრივი წყაროა.

თითქმის ყველა საკვები ნივთიერებით, მათ შორის B ვიტამინის დიდი დოზებით, დახუნძლული ორგანოების ხორცეული, როგორიცაა თირკმელი, ღვიძლი და კუჭი ასევე სავსეა ფოსფორით, რკინით, სპილენძით, მაგნიუმითა და იოდით, შეიცავს მნიშვნელოვან ცხიმის დამშლელ ვიტამინებს (A,D,E და K), რომლებიც თქვენს ძაღლს ბუნებრივი რაციონის მიხედვით კვებავს.