ახალი ადგილობრივი ინგრედიენტები

ინგრედიენტები, რომლებიც გვიყვარს. ხალხი, რომელსაც ვენდობით.

დასავლეთ კანადის მთისწინეთის ფერმები, ნოყიერი ველები და სუფთა ცივი წყლები ჩვენი შთაგონებისა და ასევე ახალი ინგრედიენტების წყაროც.

ჩვენი ინგრედიენტები გალიების გარეშე გაზრდილი შინაური ფრინველით, ბუდეებში დადებული კვერცხებით, ფერმებზე გაზრდილი ხორცეულითა და ბუნებაში დაჭერილი თევზებით დაწყებული, მზეზე დამწიფებული ხილ-ბოსტნეულით დამთავრებული, ჩვენს სამზარეულოებამდე ახალი, ქიმიკატებისგან თავისუფალი და სარგებლით სავსე მოაქვთ.

ჩვენი თანამედროვე საკვების დასამუშავებელი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, მრავალი ჯილდოს მფლობელი NorthStar® სამზარეულოები ალაბამას დინამიური სასოფლო სამეურნეო საზოგადოების შუაგულში მდებარეობს და აქვს წვდომა გამოცდილ ფერმერებთან, რომლებთანაც ვთანამშრომლობთ ახალი ადგილობრივი ინგრედიენტების მისიის გასაუმჯობესების მიზნით.

რითია განსხვავებული?

რასაც შინაური ცხოველების საკვების ბევრი მწარმოებელი ეძახის “ახალს”, სინამდვილეში ცხოველებისთვის ჩამოფასებული ხორცია, რომელიც 25 კილოგრამიან ბლოკებად იყინება, რათა გადასაადგილებლად და შესანახად იყოს მარტივი, და ბევრჯერ გადის დნობა-გაყინვის პროცესს. ხშირად, ეს საკვები თვეობით ინახება სანამ შინაურ ცხოველებამდე მიაღწევდეს.

კიდევ უარესი, ბევრი ჩრდილოეთ ამერიკელი მწარმოებელი გამხმარ ინგრედიენტებს იყენებს, 4 პორცია წყალს ამატებს და შედეგად იღებს “ხორცის სუსპენზიას”, რომელსაც შემდეგ ასაღებს, როგორც “ახალი ან უმი”.

საკვირველი არაა ამდენი გაუგებრობა!

ახალი და უმი, აკანას გაგებით

იმ ინდუსტრიაში, სადაც ინგრედიენტების აღწერილობა საკმაოდ ლიბერალურია, ჩვენი მიზანია ცხოველების მოყვარულებს დავეკითხოთ იმაში, თუ რა არის ინგრედიენტი. დაგვიჯერეთ, როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენი პროდუქტი ახალია. ახალისა და უმის ჩვენეული განმარტება შემდეგია:

ახალი: ჩვენი ახალი ინგრედიენტები აკკმა-ის სტანდარტებს აკმაყოფილებს: გაყინვა, როგორც შენახვის ერთადერთი მეთოდი.

უმი: აკკმა უმის რამდენიმე დეფინიციას გვთავაზობს. ჩვენ მხოლოდ ერთს ვიყენებთ; ჩვენი უმი ინგრედიენტები ისეთივეა, როგორიც ახალი. ერთი განსხვავებით, რომ ეს უკანასკნელი გაყინულია.