ყოველთვის ადგილობრივი

მრავალი ჯილდოს მფლობელი საკვები და ფაბრიკები.

ჩვენ ისევე გვიყვარს საკვების მომზადება, როგორც ჩვენი შინაური ცხოველები. ამიტომაა, რომ უკვე საუკუნის მეოთხედზე მეტია ჩვენს ფაბრიკებში ვამზადებთ აკანას.

აკანას თვითონ ვამზადებთ ადგილობრივი ფერმერებისა და მეთევზეებისგან მიღებული ინგრედიენტებით. საკვების მომზადების ყველა ნაწილს ვუწევთ მეთვალყურეობას, ინგრედიენტების წარმომავლობიდან დაწყებული, მომზადების, ხარისხისა და საკვების უსაფრთხოების პროცესების ჩათვლით.

იცოდით, რომ შინაური ცხოველის თითქმის ყველა სპეციალიზებული საკვების მფლობელი მარკეტინგული კომპანიებია?

დღესდღეობით, შინაური ცხოველის თითქმის ყველა საკვების მფლობელი მარკეტინგული კომპანიაა, რომელიც არც თავის საკვებს აკეთებს და არც საკუთარი ფაბრიკა გააჩნია.

საკვების მზადებას მესამე პირ ქარხნებს ავალებენ, რომლებიც მრავალი სხვადასხვა სახის საკვებს ამზადებენ მრავალი სხვადასხვა მარკეტინგული კომპანიისთვის.

რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი არც ინგრედიენტებს იღებენ, არც საკვებს ამზადებენ და მთელს ყურადღებას მარკეტინგსა და რეკლამირებას უთმობენ.

აკანა განსხვავებულია

ჩვენ საკვებს მხოლოდ ჩვენთვის, ჩვენი მზარეულებით და ინგრედიენტებით ვაკეთებთ ჩვენსავე ფაბრიკებში! აკანას არჩევით, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ საკვები ჩვენ მიერ არის მომზადებული ისეთივე ახალი ინგრედიენტებით, მზრუნველობითა და ყურადღებით, როგორც სახლში გაკეთებული საკვები კეთდება. ნებისმიერი სხვა გზა ჩვენთვის მიუღებელია. გვჯერა, რომ თქვენთვისაც.

როგორ განვასხვაოთ

თუ შეკვრას აწერია “დამზადებულია x-თვის”, “გაკეთებულია x-თვის”, “გავრცელებულია x-ის მიერ” ან “გავრცელებულია x-ის ლიცენზიის თანახმად” (სადაც x კომპანიის სახელია), საქმე მარკეტინგულ ბრენდთან გაქვთ, რომელიც კონტრაქტის მიხედვით პირადი მარკით მოქმედებს. რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიას, რომელიც ბრენდს ფლობს, საკვები თვითონ არ დაუმზადებია – ის მას მხოლოდ მარკას აძლევს.

თუ შეკვრას აწერია “დამზადებულია x-ის მიერ” ან “გაკეთებულია x-ის მიერ”, აუთენტური საკვების მწარმოებელი გიპოვნიათ. ბრენდის მფლობელმა კომპანიამ თავად დაამზადა საკვები. ჩვენი რჩევაა კომპანიის წარმომადგენელს დაუკავშირდეთ და ყოველთვის ზუსტად გაიგოთ სად გაკეთდა საკვები.

Champion Petfoods დეველოპერი და მწარმოებელია. ჩვენ საკუთარი სამზარეულოები გვაქვს და საკვებს თვითონვე ვამზადებთ, ამიტომ ყოველთვის იცით საიდან მოდის თქვენი შინაური ცხოველის საჭმელი.

ბაფრინოს კვლევისა და ინოვაციის ცენტრი

ჩვენი მორინვილი, ალბერტას NorthStar®-ის საზარეულოების მახლობელად მდებარე ბაფრინოს კვლევისა და ინოვაციის ცენტრი მსოფლიოში სახელგანთმული ინოვაციების ცენტრია, რომელიც ჩვენს “ბიოლოგიურად სათანადო” მისიაზე მუშაობს.

გაიგე მეტი ბაფრინოს კვლევისა და ინოვაციის ცენტრის შესახებ