ხშირად დასმული კითხვები (ხდკ)

ჩვენ ვიცით, რომ აკანას საკვები განსხვავებულია, ამიტომ ალბათ ბევრი კითხვა გაქვთ. გაიგეთ მეტი ჩვენს საჭმელზე, მათ დამზადებასა და ჩვენს მომავლის გეგმებზე.

თქვენი კითხები და მოსაზრებები ჩვენთვის მნიშვნელოვანია. თუ თქვენს კითხვაზე პასუხი ხდკ-ის სექციაში არ მოიძებნა, მომხმარებელზე ზრუნვის ჯგუფს დაუკავშირდით ნომერზე 1.877.939.0006 (უფასო ჩრდილოეთ ამერიკისთვის) ან ჩვენი საკონტაქტო გვერდის მეშვეობით.

ხშირად დასმული კითხვები

აკანას ტრადიციები 2015 ხდკ

  • ბიოლოგიურად სათანადო | ტრადიციული საკვები

    კ: რატომ იცვლება საკვები ACANA Classics ACANA Heritage-თი?

    პ: აკანა 25 წლის ხდება! საკვები ACANA Heritage ბიოლოგიურად სათანადო საკვებია, რომელიც ჩვენს ალბერტას მრავალ ჯილდოს მფლობელ ფაბრიკებში მზადდება, 1985 წლეს მოყოლებული. აკანას ეს რეცეპტები ადგილობრივად მოყვანილი ინგრედიენტების ტრადიციას აგრძელებს.

    კ: რა სიახლეები შევიდა საკვებ ACANA Heritage-ში?

    პ: როდესაც ჩვენს საკვებს დამატებებს ვუკეთებთ, ჩვენი მიზანია ის უფრო ნოყიერი გავხადოთ “ბიოლოგიურად სათანადო” მანდატის გაზრდით. საკვები ACANA Heritage მეტ, უფრო ახალ და უფრო მრავალფეროვან ხორცეულს შეიცავს ვიდრე ნებისმიერი სხვა საკვები მის კატეგორიაში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საჭმელი უფრო გემრიელი გავხადოთ. ამიტომაა, რომ ჩვენს საჭმლებს ლიოფიზირებული ღვიძლი დავამატეთ. ის არაჩვეულებრივია მადიანი!

    კ: რა არის ხორცის მათემატიკა?

    პ: ბიოლოგიურად სათანადო საკვები იმ ცხოველის კვების ანატომიას არის მისადაგებული, რომლისთვისაცაა შექმნილი. რადგან ძაღლები ხორცისმჭამელები არიან, მათ დიდი რაოდენობის, ახალი და მრავალფეროვანი ხორცეული სჭირდებათ კვებისთვის. თქვენი საკვები ბიოლოგიურად სათანადოა?

    უპასუხეთ სამ კითხვას ხორცის შესახებ.

    რამდენი ხორცია მთლიან რაციონში?

    საკვებ ACANA Heritage-ს 60-75% ხორცს წარმოადგენს. ის მოწინავეა თავის კლასში ნოყიერი ხორცის შემცველობებით, რომელიც ადამიანთათვის ვარგისად არის აღიარებული.

    რა რაოდენობით შედის ახალი ხორცი?

    აკანაში შემავალი ხორცის 1/3 ახალია და საჭირო საკვებ ნივთიერებებს მათი ყველაზე ნოყიერი ფორმით აწვდის შინაურ ცხოველს. 2/3 კი – გამომშრალი, რაც ცილის ნატურალურ და ძიერ წყაროს წარმოადგენს.

    რამდენი ახალი ხორცის სახეობა?

    აკანა სამ ახალ ხორცს შეიცავს WholePrey-ის რაციონით. მასში შედის ხორცი, ორგანოები და ხრტილი, რომელიც საკვები ნივთიერებების ნატურალური წყაროა.

    • თავისუფლად გაზრდილი ქათმები – ხორცი, ღვიძლი, გული, თირკმელი და ხრტილი ადგილობრივი ფერმებიდან.
    • ბუდის კვერცხები – მთლიანი და ახალი ადგილობრივი ფერმებიდან.
    • ველური კამბალა – მთლიანი და ახალი ჩრდილოეთ ვანკუვერის კუნძულიდან.

    კ: რა კონკრეტული ცვლილებები განიცადა საკვებმა ACANA Heritage-მ?

    პ: ცვლილებებს ამ შვიდ მთავარ სფერში შენიშნავთ:

    • WHOLEPREY™ : ახალი ხორცი, ორგანოები და ხრტილი საკვები ნივთიერებების ნატურალური წყაროა. ის საგრძნობლად ამცირებს ხელოვნური დანამატების საჭიროებას.
    • მხოლოდ ერთი დანამატი : აკანას მაღალი ხარისხის ხორცისა და WholePrey™-ის შემცველობები საკვები ნივთიერებების ნატურალური წყაროა. ის მხოლოდ ერთ დანამატს შეიცას თუთიის სახით.
    • ლიოფილიზირებული : ჩვენს ფაბრიკებში ლიოფილიზირებული ახალი ღვიძლი. საუკეთესოა კარგი მადის მქონეებისთვის.
    • შეზღუდული ნახშირწყლები : ნახშირწყლების შემცველობა 30%-მდეა შეზღუდული. მარცვლეული ადგილობრივად გაზრდილი ოსპებითა და მინდვრის ბარდით არის ჩანაცვლებული.
    • დაბალგლიკემიური : გლიკემიური დატვირთვა 9-მდეა ლიმიტირებული. არ შეიცავს ისეთ სწრაფ ნახშირწყლებს, როგორიცაა კარტოფილი, ბურღული და სახამებელი.
    • ხილ-ბოსტნეული : 12 ახალი და ადგილობრივი ხილი და ბოსტნეული მთლიანი გოგრისა და ჯავზის გოგრის ჩათვლით, რომელიც კარგია საჭმლის მონელებისთვის.
    • ადგილობრივი მცენარეები : აკანას მცენარეები ადგილობრივად არის გაზრდილი ბრიტანეთის კოლუმბიაში, სპეციალურად ACANA-ს საკვებისთვის.

    კ: ახალ საკვებს აშშ-შიც შევიძენთ?

    პ: საკვები ACANA Heritage კანადურ ფაბრიკებში დამზადდება და ლიმიტირებული იქნება კანადითა და საექსპორტო ბაზრებით.

    კ: რატომ არ იქნება ხელმისაწვდომი აშშ.-ში?

    პ: ჩვენი თანამედროვე DogStar®-ის სამზარეულოები ახალი, ადგილობრივი ინგრედიენტებისგან მოამზადებს ახალ და საინტერესო ბიოლოგიურად სათანადო საკვებს- ეს ყველაფერი ხელმისაწვდომი იქნება აშშ-ში. ერთი სული გვაქვს როდის გაგიზიარებთ ამ ყველაფერს!

    კ: რატომ აღარ შედის შვრია ACANA Heritage-ში?

    პ: მიუხედავად იმისა, რომ შვრია დაბალგლიკემიურია, ადგილობრივად მოპოვებული ცერცვი და ოსპი კიდევ უფრო დაბლა დგას გლიკემიურობის მაჩვენებლით. შვრიის გამოკლებით საგრძნობლად შევძელით აკანას საკვებისთვის გლიკემიური დატვირთვის შემცირება და ის უფრო ჯანსაღი გავხადეთ.

    კ: რა არის გლიკემიურობის ინდექსი და გლიკემიური დატვირთვა?

    პ: გლიკემიურობის ინდექსი (გი) არის ნახშირწყლების ინგრედიენტების მიერ სისხლში გლუკოზის დონის ამაღლების მაჩვენებელი. საჭმლის გლიკემიური დატვირთვა გლიკემიურ ინდექსს ითვლის და საჭმელში ნახშირწყლების შემცველობას ითვალისწინებს. გლიკემიური დატვირთვა ინგრედიენტის არა მარტო ხარისხს, არამედ რაოდენობასაც ითვალისწინებს. დაბალგლიკემიური საჭმელი დიაბეტისა და სიმსუქნის ალბათობას ამცირებს.

    კ: გადავიყვანო თუ არა ჩემი ძაღლი ACANA Heritage-ზე?

    პ: თუ მას ახლა ACANA Classic -ს აძლევთ, სრული ცვლილება არ მოგიწევთ, რადგანაც ACANA Heritage-ში შემავალი ინგრედიენტები და ცილისა და ცხიმის დონეები მსგავსია. თუმცა, თუ თქვენს ძაღლს მონელებასთან დაკავშირებული მგრძნობელობის ისტორია აქვს, უმჯობესია გადასვლა 2-3 დღეზე გადაანაწილოთ.

    თუ თქვენი ძაღლი სხვა ბრენდის საჭმლით იკვებება, ჩვენი რჩევაა შეცვლას მეტი დრო მოანდომოთ. ნელა შეიტანეთ ACANA თქვენი ძაღლის რაციონში; დაიწყეთ ახალი საჭმლის 25%-ით და ძველის 75%-ით. შვიდდღიანი პერიოდის მანძილზე, ნელ-ნელა გაზარდეთ ახალი საჭმლის რაოდენობა, სანამ ACANA Heritage-ს რაოდენობა რაციონში 100% არ გახდება.

    კ: რატომ შეიცვალა ACANA Heritage -ს შეფუთვა?

    პ: ჩვენი აზრით, ყოველთვის მნიშვნელოვანია ინოვაცია და პროდუქტის გაუმჯობესება. ინოვაცია არამხოლოდ საჭმელში, არამედ შეფუთვაშიც გამოიხატება. იმისათვის, რომ ACANA Heritage-მ დიდი ხანი არ დაკარგოს სიახლე, შეფუთვებს ახალი ელვის მოდელი დავამატეთ. ამასთან, შეფუთვის ზომა და ფასი შევამცირეთ. გაუმჯობესებული საჭმლით, ახალი შეფუთვითა და ძალიან კარგი კვებითი შესაძლებლობებით, საკვები ACANA Heritage არაჩვეულებრივ პროდუქტს გთავაზობთ.

    კ: როდის შემიძლია ACANA Heritage-ს ახალი საკვების შეძენა?

    პ: ACANA Heritage 2016 წლის დასაწყისში გავა გაყიდვაში.

ძირითადი

  • და მაინც, რა შედის ACANA-ს საკვებში?

    კ: შეიცავს თუ არა აკანა ისეთ კონსერვანტებს, როგორიცაა ეტოქსიქინი?

    პ: და აკანას ORIJEN-სა და ACANA-ს საკვები და ინგრედიენტები არ შეიცავს ეტოქსიქინს, ბუტილირებულ ჰიდროქსიანიზოლს, ბუტილირებულ ჰიდროქსიტოლუოლს ან ნებისმიერ სხვა ქიმიურ კონსერვანტს.

    ეტოქსიქინი ძირითადად აშშ-ში გამოიყენება, როგორც კონსერვანტი თევზის ინგრედიენტებისთვის, რაც ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის მიერ არის მოთხოვნილი. რამდენიმე წლის წინ ამ რეგულაციაში შესული ცვლილების მიხედვით, ეტოქსიქინის ნაცვლად შერეული ტოკოდეროლების (ნატურალური კონსერვანტი) გამოყენება გახდა დასაშვები.

    Champion Petfoods მხოლოდ სამი სახის თევზის ინგრედიენტს იყენებს – ახალ თევზს, თევზის საჭმელს და თევზის ზეთებს.

    ახალი თევზი

    ჩვენი თევზი ბუნებაში დაჭერილი ან ადგილობრივ ფერმებზეა გაზრდილი და ჩვენამდე ახალი მოდის. რაც იმას ნიშნავს, რომ ის არასდროსაა გაყინული და არ შეიცავს კონსერვანტებს. ჩვენი თევზი არასდროს შეიცავს ეტოქსიქინსა და სხვა კონსერვანტებს.

    თევზის საკვები

    რადგან ეტოქსიქინი აქტიურად გამოიყენება ამერიკელი თევზის გადამამუშავებლების მიერ, ჩვენ პირადად ვუკავშირდებით ჩვენს მიმწოდებლებს (და არა ბროკერებს ან შუაკაცებს) და ზედმეტს ვიხდით იმისთვის, რომ ჩვენი თევზის საჭმელი მხოლოდ E ვიტამინსა და როზმარინის ექსტრაქტს შეიცავდეს. ჩვენი თევზის საჭმელი არასდროს შეიცავს ეტოქსიქინს.

    თევზის ზეთი

    ადამიანთათვის ვარგისად აღიარებული, ბუნებაში დაჭერილი თევზისგან დამზადებული ჩვენი თევზის ზეთები ინახება E ვიტამინისა და როზამარინის ექსტრაქტის მეშვეობით და არასდროს იყენებს ეტოქსიქინს.

    კ: რატომ შეიცავს აკანას საკვები მცენარეებს?

    პ: ჩვენი საკვები ცხოველების ბუნებრივ რაციონს იმეორებს. მცენარეები კატებისა და ძაღლების ბუნებრივი კვების რაციონის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ. ჩვენი მცენარეული ექსტრაქტები ჩრდილოეთ ამერიკის საუკეთესო ჰომეოპათიური ვეტერინარების მიერ არის შერჩეული. გაიგეთ მეტი ჩვენი მცენარეული ექსტრაქტების შესახებ.

    კ: აკანას ინგრედიენტები ადამიანთათვის ვარგისია?

    პ: ყველა ადგილობრივი შინაური ფრინველი, თევზი, წითელი ხორცი, კვერცხები, ხილი და ბოსტნეული ჩვენთან მოსვლამდე, ადამიანთათვის ვარგისად არის აღიარებული კანადის მთავრობის მიერ. ჩვენი შინაური ფრინველი, თევზი, ბატკანი, ხორცი, ცხიმები და ზეთები მხოლოდ კანადის საკვები პროდუქტების ინსპექციის მიერ ადამიათათვის ვარგისად აღიარებული ცხოველებისგან მზადდება – რაც იშვიათობაა.

    მაღალი სტანდარტების მიუხედავად, არასდროს ვამბობთ, რომ ჩვენი ინგრედიენტები “ადამიანებისთვისაა”. ეს იმიტომ, რომ როდესაც ინგრედიენტები მწარმოებლის ან გადამამუშავებლის ხელებს ტოვებს და შინაური ცხოველების საჭმლის გადამამუშავებელ მანქანებში ხვდება, ის “ადამიანთათვის განკუთვნილობის” კლასიფიკაციას კარგავს. ჩვენი რჩევაა, შინაური ცხოველების მოყვარულები საჭმლის მწარმოებლებს დაუკავშირდნენ და მათთან გადაამოწმონ “ადამიანთათვის განკუთვნილობის” პრეტენზია.

    კ: ახალი ან უმი : რა განსხვავებაა?

    პ: ახალი გულისხმობს ისეთ ინგრედიენტეს, რომელიც არასდროს ყოფილა გაყინული და საერთოდ არ შეიცავს კონსერვანტებს. უმი ნიშნავს, რომ ინგრედიენტი არ არის მომზადებული, მაგრამ ინახება გაყინვით, ქიმიური კონსერვანტებით ან ამ ორის კომპინაციით.

    აკანას საკვები ისეთი შინაური ფრინველის, კვერცხების, თევზის, წითელი ხორცის, ხილისა და ბოსტნეულისგან მზადდება, რომელიც ყოველ დღე ახალი მოდის ჩვენამდე.

    კ: ამოწმებთ თუ არა თევზებს ისეთი მძიმე მეტალების შემცველობაზე, როგორიცაა ვერცხლისწყალი.

    პ: დიახ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი თევზები ჩრდილოეთის სუფთა ტბებსა და კანადის მოსაზღვრე ჩრდილოეთის წყნარ ოკეანეშია დაჭერილი, ჩვენი მომწოდებლები მძიმე მეტალებისა და მერკურის შემცველობის ტესტების შედეგებს გვაწვდიან. ასევე, თვითონაც ვატარებთ საბოლოო გამოკვლევას საკვების ბაზარზე გატანამდე.

    ჩვენი თევზი ადამიანთათვის ვარგისად არის აღიარებული, კანადის მთავრობის მიერ დაწესებულ დღიური მოხმარების ყველა რეგულაციას შეესაბამება და DHA-სა და EPA-ს ომეგა 3-ის ცხიმოვან მჟავებს შეიცავს.

    გაიგე მეტი ჩვენი ახალი ადგილობრივი ინგრედიენტების შესახებ.

    კ: თქვენი ხორცი ანტიბიოტიკებს შეიცავს? ჰორმონებს?

    პ: ჩვენ, სხვა შინაური ცხოველების საჭმლის მწარმოებლებისგან განსხვავებით, იაფფასიან ინგრედიენტებს არ ვყიდულობთ ჩვენი საჭმლისთვის. ჩვენი ყველა რაციონი ახალი, ადგილობრივი ხორცით იწყება, რომელიც არ შეიცავს ანტიბიოტიკებსა და ზრდის ჰორმონებს.

    კ: იყენებთ თუ არა გმო ინგრედიენტებს?

    პ: Chamoion Petfoods-ის მიერ გამოყენებული არც ერთი ინგრედიენტი არ არის გენმოდიფიცირებული, ხილ-ბოსტნეულის ჩათვლით! ORIJEN-ის და ACANA-ს საკვები ევროკავშირში არის ექსპორტირებული, რომლის გმო რეგულაციებიც AAFCO-ს, CFIA-სა და FDA-ს რეგულაციებზე მკაცრია. იმისათვის, რომ ევროკავშირში ექსპორტირება შეგვეძლოს, მათი წესები უნდა გავითვალისწინოთ,

    კ: შეიცავს თუ არა აკანას კატისა და ძაღლის საჭმელი ჩინურ ინგრედიენტებს?

    პ: ძაღლისა და კატის საჭმლის მზადებაში, ვიტამინების ჩათვლით, არ გამოიყენება არავითარი ჩინური ინგრედიენტი. ჩვენი ფოკუსი ადგილობრივი ინგრედიენტებია. ჩვენ მიერ წარმოებული ყველა პროდუქტი მხოლოდ ალბერტაში მდებარე ქარხანაში მზადდება.

  • ჩემი შინაური ცხოველის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კითხვები მაქვს.

    კ: არის თუ არა აკანას საჭმელი ჩემი ჭარბწონიანი შნაური ცხოველისთვის შესაფერისი?

    პ: დიახ. ჩვენს საჭმელს ენერგიის ბიოლოგიურად სათანადო გადანაწილება აქვს – მეტი ენერგია მიიღება ცილების ხარჯზე და ნაკლები ენერგია მიიღება ნახშირწყლებიგან.

    ნახშირწყლები ცარიელი კალორიაა – ისინი ორგანიზმს მხოლოდ შაქრით ამარაგებენ და მნიშვნელოვანი ფუნქცია არ გააჩნიათ. სისხლში შაქარი მალევე იქცევა გლუკოზად, რომელიც, თავის მხრივ, მარტივად იქცევა ცხიმად.

    მიუხედავად იმისა, რომ ცილა იმავე რაოდენობის ენერგიას გამოყოფს, რამდენსაც ნახშირწყლები, მას სრულიად განსხვავებული ზეგავლენა აქვს ორგანიზმზე. ნახშირწყლებისგან განსხვავებით, ცილა სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანია. თუმცა, მისი ზედმეტი რაოდენობა ცხიმის სახით არ ინახება ორგანიზმში – ის სხეულიდან განიდევნება.

    კ: გახდება თუ არა აკანა ჩემი შინაური ცხოველის წონაში მომატების მიზეზი?

    ჩვენი საჭმელი ხორცითა და ცილებით მდიდარია, რაც იმას ნიშნავს, რომ ძაღლები და კატები გამხდარი კუნთოვანი ქსოვილის მომატებას განიცდიან დაახლოებით ერთ თვეში. ამან შეიძლება მათი სხეულის სრული წონა გაზარდოს, თუმცა, აკანას საჭმელი მცირე რაოდენობით ნახშირწყალს შეიცავს და დაბალი გლიკემიურობის ინდექსით გამოირჩევა. ასე რომ, ძაღლებისა და კატების უმრავლესობა, სინამდვილეში, ცხიმოვან მასას დაკარგავს აკანას ჭამისას.

    კ: ხელს უწყობს თუ არა აკანას საკვები საშარდე სისტების ჯანმრთელობას?

    პ: დიახ. მაღალი ხორცის შემცველობის წყალობით, აკანას რაციონი ბუნებრივად მჟავურია და ხელს უწყობს შარდის ბუშტის ჯანმრთელობას. 5.5 pH-ით, რომელიც ბუნებრივად მჟავურია, ჩვენი რაციონი კატებისა და ძაღლების ჯანმრთელი საშარდე სისტემის შენარჩუნებას უწყობს ხელს.

    კ: შეეფერება თუ არა აკანას საჭმელი ჩემს დიდი ჯიშის ძაღლსა და ლეკვს?

    პ: დიახ. აკანას დიდი ჯიშის ლეკვების საჭმელი სპეციალურად დიდი ჯიშის ლეკვების ზრდისთვის საჭირო მოთხოვნილებების მიხედვითაა შექმნილი.

    ვეტერინარული კვების ამერიკული კოლეჯი აცხადებს, რომ დიდი ჯიშიც ლეკვების რაციონი ზომიერი რაოდენობით ენერგიის მიღებასა და იდეალურ მინერალების შემცველობას უნდა გულისხმობდეს. აკანას დიდი ჯიშის ლეკვების რაციონი სპეციალურად ამ იდეებით არის შექმნილი:

    1. აკანას დიდი ჯიშის ლეკვების საჭმელში შემავალი ენერგიის რაოდენობა ნაკლებია სხვა ჩვეულებრივ ლეკვის საჭმელთან შედარებით, რათა თავიდან ავიცილოთ ზედმეტი ენერგიის(კალორიების) დაგროვება და არასწორი ზრდა. ნახშირწყლების დაბალგლიკემიური წყაროები ხელს უწყობს ჯანმრთელობასა და სხეულის წონის რეგულირებას.

    2. კალციუმის შემცველობა მინიმუმ 1.3%-დან მაქსიმუმ 1.6%-მდე მერყეობს.

    3. კალციუმისა და ფოსფორის შემცველობა დიდი ჯიშის ლეკვებისთვის ოპტიმალურ შუალედშია (1.2:1-1.4:1)

    თუ გინდათ მეტი გაიგოთ დიდი ზომის ლეკვების ზრდისთვის საჭირო მოთხოვნილებებს, ეწვიეთ ჩვენს ბიბლიოთეკას. https://acana.com/library/

    კალციუმი

    დიდი ჯიშის ძაღლებისთვის იდეალური კალციუმის შემცველობა 1.0-დან 1.4%-მდე შუალედშია. ასევე, ვარაუდობენ, რომ 3%-ზე მაღალი კალციუმის შემცველობა, ჩონჩხის პათოლოგიებს იწვევს.

    როდესაც დიდი ჯიშის ძაღლებისთვის ვქმნით საჭმელს, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ რიგმა ვიტამინებმა (D ვიტამინმა) შეიძლება კალციუმის ექსესური რაოდენობით შთანთქვა გამოიწვიოს. აკანას რაციონები ამ იდეალების მიხედვით არის შექმნილი.

    ენერგია

    ყოველდღიურად, მეტისმეტად დიდი რაოდენობის კალციუმის მიწოდებამ და მიღებამ შეიძლება სწრაფი ზრდა გამოიწვიოს. განუვითარებელი ჩონჩხის ჭარბი მასებით დატვირთვამ კი, შეიძლება ჩონჩხის ქსოვილის დაზიანება გამოიწვიოს, რაც საბოლოოდ სახსრების არასწორი განვითარებით სრულდება.

    კომერციულ შინაური ცხოველის საკვებში ენერგიის სამი წყარო არსებობს: ცილა, ცხიმი და ნახშირწყალი. აკანას დიდი ჯიშის ლეკვების რაციონში ცხიმის შემცველობა ზომიერია, ცილის – მაღალი, ნახშირწყლების კი, რაც ძალიან მიშვნელოვანია, დაბალი. ნახშირწყლები სწრაფად და მარტივად იქცევიან შაქრად და ჭარბი წონის ყველაზე განრცელებულ მიზეზს წარმოადგენენ.

    ნახშირწყლების რაოდენობის შეზღუდვა ყველა ჯიშის, მათ შორის დიდი ჯიშის, ძაღლის ფიზიკური ფორმის შენარჩუნებისთვის არის იდეალური.

    კ: როგორი ზეგავლენა აქვს ცილების მაღალ შემცველობას სახსრებზე?

    დიდი დეინის ძაღლების ზრდის შესწავლამ (ჰოლანდია) აჩვენა, რომ რაციონში ცილის შემცველობას დიდი გავლენა არ აქვს ჩონჩხის განვითარებაზე. ცილების დიდი რაოდენიბით მიღება “არ ზრდის გამპობი ოსტეოქონდრიტის ან ჰანტინგტონის დაავადების რისკებს და არავითარი ეფექტი აქვს კუნთის გრძივ განვითარებაზე.”

    მიუხედავად იმისა, რომ ცილა ორთოპედიულ პრობლემებს არ იწვევს, სხვა საკვები ნივთიერებები იწვევენ. ჭარბი კვებაც შეიძლება გახდეს ართრიტისა და ორთოპედიული პრობლემების მიზეზი. ასევე გაითვალისწინეთ, რომ ორთოპედიული პრობლემების უმრავლესობა მემკვიდრეობითია, თუმცა, ჭარბწონიან ლეკვებსა და ძაღლებს ტკივილისა და დისკომფორტის და პრობლემების განვითარების უფრო დიდი რისკის წინაშე არიან.

    კ: შეეფერება თუ არა აკანას საკვები ჩემს ხანშიშესულ ძაღლს?

    პ: დიახ! მიუხედავად იმისა, რომ აქამდე დაბალი ცილის შემცველობის რაციონი ითვლებოდა ხნიერი ძაღლებისთვის შესაფერისად, თანამედროვე მეცნიერებამ ეს აზრი უარყო.

    ნახშირწყლებსა და ცილას შორის ურთიერთკავშირი მნიშვნელოვანია ხნიერი ძაღლებისთვის. სხვა სიტყვებით, მაღალი ცილის შემცველობა დაბალი რაოდენობის ნახშირწყალს გულისხმობს. ხნიერი ძაღლებისთვის ნახშიწყლები (შაქრები) ყველაზე არასაჭირო საკვები ნივთიერებებია.

    გთხოვთ წაიკითხოთ ბიბლიოთეკის სექციაში განთავსებული ჩვენს თეთრი სტატია სახელწოდებით “მითები დიდი რაოდენობით ცილაზე”.

    კ: ძაბავს თუ არა დიდი რაოდენობით ცილა ჩემი შინაური ცხოველის თირკმლებს?

    პ: არა. სამეცნიერო კვლევებით არ დასტურდება ცილის მაღალი შემცველობის რაციონის ნეგატიური ეფექტები ძაღლებისა და კატების თირკმელზე. პირიქით, კვლევებმა აჩვენა, რომ ძაღლებს, რომლებსაც დარღვეული თირკმლის ფუნქცია ან მხოლოდ ერთი თირკმელი ჰქონდათ, მაღალი ცილის რაციონზე ჯანმრთელობა გაუუმჯობესდათ.

  • რით ვარ დაზღვეული, რომ აკანა მართლა უსაფრთხოა ჩემი ძაღლისა და კატისთვის?

    კ: ბევრი შინაური ცხოველის საჭმელი ისეთი ქარხნების მიერ არის დამზადებული, რომელსაც კომპანია არ ფლობს. რა ხდება აკანას შემთხვევაში?

    პ: ორიჯენისა და აკანას საჭმელს ექსკლუზიურად ალბერტას სამზარეულოებში ვამზადებთ, რომლის მფლობელიც ჩვენი კომპანიაა. მარტივია – ჩვენი საჭმელი მხოლოდ ჩვენთან კეთდება და სხვა საჭმელს არ ვამზადებთ.

    კ: რა სახის ხარისხის გარანტია მოქმედებს?

    პ: წარმოებისა და მომზადების ყველა საფეხურზე, კარგი წარმოების პრინციპებსა (წარმოებისა და საჭმლის ხარისხის ტესტირების კონტროლის მსოფლიო მასშტაბის სისტემა) და რისკებისა და კრიტიკული წერტილების ანალიზს (HACCP – საერთაშორისოდ აღიარებულ, სისტემატიურ-პრევენციული მიდგომა საჭმლის უსაფრთხოების მიმართ) ვიყენებთ.

    ხარისხის მართვის ჩვენი სისტემა ქარხნის საზღვრებს სცდება – დისტრიბუტორებიდან დაწყებული, ინგედიენტების მომწოდებლებით დასრულებული, ყველა ჩვენი ნდობით აღჭურვილი პირია. ყველა ინგერიენტი შემოწმებულია კანადის მთავრობის მიერ და მხოლოდ ადამიანთათვის ვარგისი ცხოველებისგან არის მიღებული.

    ახალი ხორცი ქათმის, ინდაურის, კვერცხების, თევზის, ძროხის, ღორის, ველური ტახის, ბიზონისა და ბატკნის ჩათვლით ჩვენს რეგიონშია წარმოებული სახელმწიფოს მიერ შემოწმებულ ობიექტებში. ჩვენი ახალი ინგრედიენტები AAFCO-ს “ახლის” განმარტებას ემთხვევა, სადაც შენახვის ერთადერთ გზად გაციება დაიშვება, ყოველდგარი ქიმიკატების, ტემპერატურისა და გაყინვის გარეშე!

    თუმცა, ალბათ ხარისხის საუკეთესო გარანტია ჩვენი საერთაშორისო რეპუტაციაა. Champion Petfoods არასდროს იზიდავს ინგრედიენტებს სხვა ქვეყნებიდან. შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ აკანა მხოლოდ ჩვენს დაწესებულებებშია შექმნილი და შეფუთული.

    კ: რა არის საჭმლის ამოღების პირველი შეტყობინება?

    პ: Champion Petfoods ამ პროგრამის ამაყი წარმომადგენელია. ეს არის შინაური ცხოველის საჭმლის მწარმოებლების კოალიციის ნებაყოფლობითი სურვილი შეატყობინოს თავის მომხმარებელს პროდუქტის ამოღების შესახებ.

    ჩვენ ჩვენი საჭმლის, კატებისა, ძაღლებისა და მათი მოყვარულების კეთილდღეობის ერთგულნი ვართ. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი პროდუქტი გაუქმებას დაექვემდებარება, უმალ გაგაგებინებთ ამის შესახებ, მოგაწვდით ინფორმაციას დაზიანებული პროდუქტის, გაუქმების მიზეზისა და თქვენ მიერ გადასადგამი ნაბიჯების შესახებ. ინფორმაციას ჩვენს გვერდზე გამოვაქვეყნებთ და სათანადო მარეგულირებელ ორგანოებს მივმართავთ.

    თუ დაინტერესებული ხართ ამ პროგრამით, გამოგვიგზავნეთ ელექტრონული წერილი სათაურით “პირველი შეტყობინების პროგრამა”. ამით, თქვენ თანხმობას აცხადებთ Champion Petfoods-მა შეინახოს თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და დაგიკავშირდეთ პროდუქტის ამოღების შემთხვევაში.

  • რას გვეტყვით აკანას გარემოზე ზეგავლენის შესახებ?

    კ: იყენებს თუ არა აკანა ბუნების ან მეურნეობის თევზს?

    პ: ჩვენი ყველა თევზის ინგრედიენტი ბუნებაში დაჭერილი თევზისგან მზადდება, ორაგულის გამოკლებით. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი საკვების მწარმოებელი აცხადებს რომ მისი საჭმელი “ბუნებაში დაჭერილ ორაგულს შეიცავს”, ეს ტექნიკურად შეუძლებელია, იმ მოკლე სეზონების გათვალისწინებით, რომლის დროსაც ორაგულის ლეგალურად დაჭერაა შესაძლებელი.

    ჩვენ ბუნებაში დაჭერილ ორაგულს მაშინ ვიყენებთ, როდესაც სეზონი გვაძლევს ამის უფლებას, რომელიც კანადაში მაისიდან სექტემბრამდეა. ამ დროის მანძილზე აკანაში შემავალი ახალი ორაგული ბუნებაში დაჭერილია. დანარჩენი წლის მანძილზე ის ჩრდილოეთ ვანკუვერის კუნძულის ორაგულის ფერმებიდან მოდის. ამით, ჩვენ ხაზს ვუსვამ ჩვენს ბიოლოგიურად სათანადო და ადგილობრივი ინგრედიენტების მანდატებს. ორაგულის კერძებში გამოყენებული ორაგული 100%-ით ბუნებაში მოპოვებულია.

    კ: არის თუ არა აკანას შესაფუთი გადამუშავებადი?

    პ: ამჟამად, ჩვენი შეფუთვა არ არის გადამუშავებადი. ჩვენ უკვე რამდენჯერმე ვესაუბრეთ ჩვენს მწარმოებელს ამის შესახებ და სხვა შეფუთვის მწარმოებელზე გადასვლაც კი ვიფიქრეთ. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი გადამუშავებადი შეფუთვა არსებობს, არც ერთი შეესაბამება ჩვენს პროდუქტს. ეს იმიტომაა, რომ ჩვენ არ ვიყენებთ ქიმიურ კონსერვანტებს და საჭიროა, შეფუთვამ სათანადოდ დაიცვას საჭმელი გარემოსგან.

    გვინდა შევამციროთ ჩვენი ზეგავლენა გარემოზე, მაგრამ ჩვენი პროდუქტისთვის შესაფერისი ტექნოლოგია ჯერ არ არსებობს. ცვლილებებს შეფუთვის მწარმოებლებზე წნეხის გაზრდა მოიტანს.

  • როგორ შევიძინო აკანა?

    კ: როგორ ვიპოვო ორიჯენისა და აკანას გამყიდველი ჩემ მახლობლად?

    პ: მაღაზიების ონლაინ ლოკატორი დაგეხმარებათ იპოვოთ გამყიდველი თქვენთან ახლოს.

    კ: გაქვთ თუ არა პროგრამა სელექციონერებისთვი?

    პ: თუ აშშ-ში ან კანადაში რეგისტრირებული სელექციონერი ხართ, შეგიძლიათ ონლაინ მიმართოთ ჩვენს სელექციონერების პროგრამას.

    კ: გაქვთ თუ არა ხშირი მყიდველის პროგრამა?

    პ: აშშ-სა და კანადაში ჩვენი ყველა გამყიდველი გთავაზობთ ხშირი მყიდველის პროგრამას. თქვენ შეგეძლებათ მიიღოთ ხშირი მყიდველის ბარათი, ყოველ შეძენილ შეკვრაზე, დააფიქსიროთ თქვენი შესყიდვა და შეინახოთ ქვითარი, როგორც დასტური. 12 შეკვრის ყიდვის შემდეგ, მეცამეტე შეკვრას (იმაზე ან ნაკლები ფასის) უფასოდ მიიღებთ.

  • როგორ შევინახო აკანას საჭმელი?

    კ: როგორ უნდა შევინახო აკანას საჭმელი?

    პ: იდეალურად, აკანას საჭმელი სახლში, გრილ და ბნელ ადგილას უნდა შეინახოთ. გამოიყენეთ საჭმლისთვის განკუთვნილი პლასტმასის, დალუქვადი კონტეინერი. თავდაპირველი შეფუთვაც დაიცავს საჭმელს გაფუჭებისგან იმ შემთხვევაში, თუ მას კარგად დალუქავთ გახსნის შემდეგ. მაღალ ტემპერატურაში და მზის შუქზე შენახვა აჩქარებს დამჟავებას და ამცირებს ვარგისიანობის პერიოდს.

    საჭმლის მაცივარში შენახვა არ არის საჭირო. 10-20 გრადუს ცელსიუსში შენახვა იდეალურია.

    კ: სად ვიპოვო ვარგისიანობის ვადა?

    პ: ვარგისიანობის ვადა აკანას საჭმლის ყველა შეფუთვის უკანა და ზედა მხარეზეა დატანილი. თარიღი დღის, თვისა და წლის მიხედვით არის მოცემული.

    საჭმლის წარმოებისა და შეფუთვიდან მისი ვარგისიანობის დაკარგვამდე 15 თვიანი პერიოდია. სიცხე, ტენიანობა და სინათლე ყველაზე მეტად ახდენს გავლენას შენახვის პერიოდზე. გახსნის შემდეგ, კარგად დალუქეთ კონტეინერი და გრილ, უშუქო ადგილად მოათავსეთ. სწორად შენახვის შემთხვევაში, აკანა თვეების მანძილზე არ დაკარგავს ვარგისიანობას.

    კ: რატომ არ არის აკანას საჭმელი კონსერვირებული?

    პ: კონსერვირებული საჭმლის წარმოება სრულიად განსხვავებული პროცესია. თითქმის ყველა კონსერვირებული საჭმელი ჩრდილოეთ ამერიკის ორი უდიდესი კონსერვის მწარმოებელი კოპანიიდან ერთ-ერთში იწარმოება. მიუხედავად იმისა, რომ შეგვიძლია ჩვენი პროდუქტი კონსერვისთვის მორგებული გავხადოთ, ჩვენთვის პროდუქტის კომპანიის გარეთ წარმოება არ არის მისაღები. არ გვაქვს კონსერვების წარმოების არავითარი გეგმა.

    კ: მხოლოდ ზოგი შეკვრა რატომ არის ჰერმეტულად შეფუთული?

    პ: იმისათვის, რომ საჭმელი რაც შეიძლება ახალი იყოს, ორიჯენისა და აკანას შეკვრები ჟანგბარის მიმოცვლის მიმართ გაუმტარია. შეფუთვების დალუქვის შემდეგ, ჟანგბადის მიმოცვლა შეუძლებელია. შეკვრაში დარჩენილი ჟანგბადის რაოდენობა კი დამოკიდებულია ჰაერის ევაკუაციის სისტების მიერ გამოწოვილ რაოდენობაზე (არ აგერიოთ ჰერმეტულ დალუქვაში).

    იმის მიხედვით, თუ როგორ შედის საჭმელი შეფუთვაში, როგორია საჭმლის სისქე და ტემპერატურა, შეფუთვები სხვადასხვა რაოდენობის ჰაერს შეიცავს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგი შეკვრა ჰერმეტულად შეფუთულს გავს, ზოგი კი – არა, საჭმელი ყოველ შეკვრაში ერთნაირად ახალია.

რაციონი და რუტინა

  • როგორ ვაჭამო ჩემს შინაურ ცხოველს?

    1. 1. აჭამეთ ძაღლის ზომის, ჯიშისა და ასაკის მიხედვით. გაითვალისწინეთ, რომ ლეკვებს ორჯერ იმაზე მეტი ენერგია სჭირდებათ, ვიდრე ზრდასრულ ძაღლებს და, რომ ჭარბწონიან და ხანდაზმულ ძაღლებს ნაკლები საჭმელი უნდა მივცეთ – ისევე, როგორც ადამიანების შემთხვევაში!
    2. 2. ჩვენი რჩევაა დღეში ორჯერ აჭამოთ. კვების დამხმარე წიგნში მითითებული საჭმლის რაოდენობა ორად გაყავით და რვიდან თორმეტ საათამდე შუალედით მიეცით. ულუფების სიდიდე თქვენი ძაღლის დღიური მოთხოვნის მიხედვით უნდა დაარეგულიროთ. დაიხსომეთ, რომ გამხდარი კატა და ძაღლი ჯანმრთელი კატა და ძაღლია! სუფთა ჭურჭელში ჩასხმული სუფთა წყალი ყოველთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
    3. 3. დარწმუნდუნდით, რომ მას ყოველთვის აქვს ახალი, სუფთა წყალი! თქვენი ძაღლისა და კატის ორგანიზმის დაახლოებით 70% წყლისგან შედგება. ის მნიშვნელოვანია უჯრედის ფუნქციისა და ქსოვილის საფარისთვის. უფრო მეტიც, წყალი ნებისმიერ სხვა საკვებ ნივთიერებაზე მნიშვნელოვანია თქვენი ძაღლისა და კატისთვის. ბევრი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა წყლის დისბალანსით არის გამოწვეული. საშარდე სისტემის(კენჭები, კრისტალები), ღვიძლის, თირკმელის დაავადება და შეკრულობა ხშირად წყლის ბალანსთან არის დაკავშირებული. როგორც წესი, საშარდე სისტემის დაავადებისას ვეტერინარები თავდაპირველად წყლის მიწოდების გაზრდას სთავაზობენ კლიენტებს- ამ შემთხვევაში შარდი უფრო გაზავებულია და კრისტალების კენჭებად გადაქცევის ალბათობა ნაკლებია. სიცხის ან თქვენი ძაღლის ავადმყოფობისას (კუჭის აშლილობისას) წყალი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.
    4. 4. სცადეთ საჭმელი ყოველ დღე ერთსა და იმავე დროს მიაწოდოთ. ასე, თქვენს ძაღლსა თუ კატას რეჟიმი და კომფორტული კვების მოდელი უვითარდება.
    5. 5. არ აჭამოთ ზედმეტი! მისდიეთ შეკვრაზე განთავსებულ მითითებებს, თუნდაც თქვენი ძაღლი მშიერი გეჩვენებოდეთ. ზედმეტი საჭმელი სიმსუქნეს იწვევს, რაც დღევანდელი ძაღლებისა და კატების უპირველესი პრობლემაა.
  • შემიძლია თუ არა ჩემს ძაღლს ტკბილეული ვაჭამო?

    ყველას გვიყვარს ჩვენი ძაღლებისა და კატების სიამოვნება. მიუხედავად ამისა, ტკბილეული ზომიერად უნდა გავიღოთ. ისინი კატის ან ძაღლის საჭმლის ყოველდღიური რაციონის 5 პროცენტს ან ნაკლებს უნდა შეადგენდეს. გაწრთვნის სავარჯიშოების დროს, გამოიყენეთ რაც შეიძლება პატარა ზომის საჭმელი.

  • როგორ გადავიყვანო ჩემი შინაური ცხოველი აკანაზე?

    ძაღლებისა და კატის საჭმელი დღეებისა და კვირების მანძილზე არ იცვლება. ეს მომნელებელი სისტემის ერთი კონკრეტული საკვების მიმართ ადაპტირებას იწვევს და ცვლილებების შეტანა რთული ხდება. ამიტომ, მნიშვნელოვანია ახალი საჭმელი ეტაპობრივად შევიტანოთ რაციონში. ეს საშუალებას მისცემს თქვენს ძაღლს ან კატას მოერგოს ახალ საჭმელს და შეამცირებს მომნელებელი სისტემის გაღიზიანების ალბათობას.

    დაიწყეთ 25% აკანასა და 75% ძველი საჭმლის შერევით. შვიდდღიანი პერიოდის მანძილზე ნელ-ნელა გაზარდეთ აკანას რაოდენობა და შეამცირეთ ძველი საჭმელი.

    გადასვლის პროცესის ბოლოს თქვენი ძაღლის რაციონი 100%-ით აკანას უნდა შეიცავდეს.

  • რა არის მონაცვლეობითი კვება?

    ჩვენ მხარს ვუჭერთ მონაცვლეობით კვებას. ჩვენი საჭმლის უმრავლესობა რამდენიმე ცილისა და ცხიმის წყაროს შეიცავს, რადგან ჩვენთვის მრავალფეროვნება ძალიან მნიშვნელოვანია.

    მონაცვლეობითი კვების მნიშვნელობის კარგად გასაგებად, დაფიქრდით თქვენს რაციონზე: ერთსა და იმავე ქათამს შეჭამდით თუ არა საუზმეზე, ლანჩსა და სადილზე? შიგნით და გარეთ ჭამისას? სიამოვნებით დაელოდებოდით თუ არა მომდევნო ჭამას? იქნებოდა თუ არა ეს ჯანსაღი და დაბალანსირებული დიეტა?

    ბიოლოგიურად სათანადო რაციონი მრავალფეროვნებას გულისხმობს.

    რა არის მონაცვლეობითი კვების უპირატესობები?

    • ნაკლები აუტანლობა საჭმლის მიმართ: საჭმელთან დაკავშირებული აუტანლობის უმეტესობა ხშირად გამოყენებული ინგრედიენტების მიმართ ვითარდება, როგორიცაა ქათამი, ხორბალი, მარცვალი და სოიო. ეს პრობლემები დროთა განმავლობაში ვითარდება, რადგან ადამიანები განუწყვეტლივ ერთსა და იმავე საჭმელს აძლევენ ძაღლებს. მონაცვლეობითი კვება ამის რისკებს ამცილებს, რადგან თქვენი ძაღლი იმდენად დიდხანს არ იღებს ცილის რომელიმე ერთ წყაროს, რომ მგრძნობიარე გახდეს მის მიმართ.
    • ენთუზიაზმი: მონაცვლეობითი კვება საჭმლის მიმართ ინტერესს აღვივებს. როდესაც ძაღლები და კატები ძალიან ეჩვევიან ერთ რომელიმე ტექსტურასა და გემოს, ისინი იშვიათად აგემოვნებენ ახალ საჭმელს.
    • ბალანსი: მაშინ როცა სხვა ძაღლისა და კატის საჭმელი ირწმუნება, რომ ის “სრულყოფილი და დაბალანსებულია”, მონაცვლეობითი კვება ისეთი ცილებისა და ცხიმების მრავალფეროვნებას აძლევს თქვენს ცხოველს, რომელიც უკეთ შეესაბამება ბუნებრივ დიეტას და ხელს უწყობს ჯანმრთელობას.
  • დიაგნოსტიკა

    განავალი

    საუკეთესო განავალი არის კარგად ფორმირებული და რეგულარული (დღეში ერთხელ ან ორჯერ). მოშვებული და რბილი განავალი ხშირად საკვების სწრაფი ცვლილების ან ზედმეტი ჭამის ბრალია. აკანას კვებაზე გადასვლის შესახებ წაიკითხეთ ზემოთ.

    ზედმეტი ჭამა მოშვებული განავლის ყველაზე გავრცელებული მიზეზია. ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანები არ ითვალისწინებენ აკანას საჭმლის დამატებით სიკარგესა და გაზრდილ მონელებადობას. რა უნდა ქნათ:

    1. 1. გაეცანით ჩვენს რჩევებს კვების ოდენობის შესახებ. გაითვალისწინეთ, რომ ეს საწყისი წერტილია და თქვენი კატისა და ძაღლის ინდივიდუალური მოთხოვნილებების მიხედვით უნდა შეიცვალოს.
    2. 2. კვება დღეში 10-15%-ით შეამცირეთ.
    3. 3. დაგვირეკეთ და ჩვენთან გაარჩიეთ თქვენი შინაური ცხოველის განავალთან დაკავშირებული პრობლემები.

    ჩემი შინაური ცხოველი ჭარბწონიანია. ახლა რა ვქნა?

    ბევრ ძაღლს დიდი მადა აქვს და ყველაფერს შეჭამს, რასაც მიაწვდით. აკანასთან მეტი სიფრთხილე გმართებთ, რადგან ის ძალიან გემრიელია. სიმსუქნე, ნებისმიერ ასაკში, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სერიოზულ პრობლემებს იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ჩვენს საჭმელს თანდართული აქვს მითითებები, თითოეული ძაღლი და კატა განსხვავებულია.

    ყურადღება მიაქციეთ თქვენი ძაღლისა და კატის ფიზიკურ მდგომარეობას. თუ ის მეტისმეტად გამხდარი ჩანს, მეტი აჭამეთ. თუ ძალიან მსუქანი გეჩვენებათ, ნელ-ნელა შეამცირეთ ულუფა. ასევე, არ დაგავიწყდეთ ვეტერინართან სტუმრობა.

    დაიხსომეთ, მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ძაღლის საქციელი გაფიქრებინებთ, რომ მას შია, მისი ფიზიკური მდგომარეობა ულუფის ზომის საუკეთესო განმსაზღვრელია. თუ ვერ ახერხებთ, უბრალოდ დაგვირეკეთ.

ტერმინოლოგია

შინაური ცხოველის საჭმლის გამყიდველები უამრავი ეპითეტით ამკობენ თავიანთ საჭმელს. ახალი, მარცვლეულის არშემცველი, ნატურალური, მთელი – რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ჩვენ განგიმარტავთ ტერმინოლოგიას და დაგეხმარებით თქვენი საჭმლის შესახებ სიმართლის გაგებაში. რადგან, როდესაც საქმე თქვენი კატისა და ძაღლის ჯამრთელობას ეხება, სიმართლე მნიშვნელოვანია.

  • ახალი

    სიტყვა “ახალი” ხშირად არასწორად არის გამოყენებული საჭმლის მწარმოებლების და გამყიდველების მიერ. მერიამ-ვებსტერი “ახალს” შემდეგნაირად განმარტავს: “ახლო წარსულში გაკეთებული ან მოყოვებული; არაკონსერვირებული, გაციებული ან სხვა სახით შენახული”.

    სხვა სიტყვებით, იმისათვის რომ ინგრედიენტი ნამდვილად ახალი იყოს, ის აუცილებლად მაცივარში უნდა იყოს შენახული, ისევე როგორც თქვენ მახლობელ ყასაბთან ნაყიდი ხორცი. აკანაში ამ მნიშვნელობით ვიყენებთ “ახალს”.

    ძალიან ხშირად “ახალი” ისეთი ინგრედიენტების აღსაწერად გამოიყენება, რომელიც ყველაფერია ახლის გარდა. განვიხილოთ “ახალი, ბუნებაში დაჭერილი ორაგული”. ორაგულის ბუნებაში დაჭერა მთელი წლის მანძილზე არ არის შესაძლებელი.

    სინამდვილეში, ის, რასაც ბევრი მწარმოებელი “ახალს” ეძახის, “ცხოველების დონის” ხორცია. ხორცი 25კგ-იან ბლოკებად არის დაჭრილი, რათა მარტივი იყოს მისი შენახვა-გადაზიდვა, რომლის დროსაც მრავალჯერ დნება და იყინება. ხორცი ხშირად ბევრი თვის დაძველებით არის სანამ შინაურ ცხოველამდე მიაღწევს.

  • მარცვლეულის გარეშე

    დღეს თითქმის ყველა საჭმლის მწარმოებელი ამბობს, რომ მისი პროდუქტი “მარცვლეულის არშემცველია”. მომხმარებელს ხშირად სჯერა, რომ მარცვლეულის არშემცველი საჭმელი უფრო ჯანსაღია მისი შინაური ცხოველისთვის.

    თუმცა, მარცვლეულის არშემცველი ყოველთვის არ ნიშნავს უფრო ჯანსაღს. სინამდვილეში პირიქითაა. ბევრი მარცვლეულის არშემცველი საჭმელი მარცვლეულს სხვა ნახშირწყლებით ანაცვლებს – მაგალითად, ბრინჯს კარტოფილის ფხვნილით ცვლის. მარცვლეულის კარტოფილის ფხვნილით ან ბარდით ჩანაცვლება საჭმელს უფრო ჯანსაღს არ ხდის. ეს უბრალოდ პროცესი ერთი სახის ნახშირწყალს მეორეთი ანაცვლებს.

    ჯანსაღი რაციონი ხორცის ცილის რაოდენობის გაზრდასა და ნახშირწყლის საერთო შემცველობის შემცირებას გულისხმობს.

  • ხილი & ბოსტნეული

    ბევრი დღევანდელი საჭმლის მწარმოებელი თავის ხილ-ბოსტნეულის ინგრედიენტებს აღწერს, როგორც “მთლიანსა” და “ნატურალურს”.

    მაშინ როცა მომხმარებელს ჰგონია, რომ ეს ინგრედიენტები მთლიანი და ახალია, სინამდვილეში, ისინი მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობით და ფხვნილის სახით შედის საჭმელში. თქვენი შინაური ცხოველის მიერ მიღებული სარგებელი ჯანმრთელობისთვის უმნიშვნელოა.

    ამიტომ, აკანას ხილი და ბოსტნეული მთლიანი და ახალი ფორმით და შეფუთვაზე მითითებული რაოდენობით შედის საჭმელში.

  • ნატურალური

    “ნატურალური” კიდევ ერთი არასწორად გამოყენებული და გაგებული სიტყვაა შინაური ცხოველის საჭმლის ინდუსტრიაში.

    მირიამ-ვებსტერისეული განმარტებით, “ნატურალური” ნიშავს შემდეგს: “ბუნებაში არსებული ან მისგან მიღებული; რაც არ არის გაკეთებული ან გამოწვეული კაცობრიობის მიერ” და “მინიმალურად გადამუშავებული ან მინიმალური რაოდენობის კონსერვანტების შემცველი”.

    მიუხედავად იმისა, რომ ბევრ შინაურ ცხოველის საჭმელს აქვს ნატურალურობის პრეტენზია, ცოტა თუ აკმაყოფილებს ამ სიტყვის ნამდვილ მნიშვნელობას. მომხმარებელს ხშირად სჯერა, რომ სიტყვა “ნატურალური” ნიშნავს “ჯანსაღს”. ეს ნამდვილად არასწორია, რადგან “მინიმალურად დამუშავებული” მარცვლის შეფუთვას შეუძლია “ნატურალურის” სტატუსი იქონიოს, მაგრამ მას არავითანი სარგებლობა არ მოაქვს ძაღლისა და კატის ჯანმრთელობისთვის.

  • მთლიანი

    ისევე, როგორც “ნატურალური”, სიტყვა “მთლიანი” არასწორად არის გაგებული შინაური ცხოველების მოყვარულების მიერ. მირიამ-ვებსტერის თანახმად, მთლიანი ნიშნავს შემდეგს: “შეხედულება, რომ რაიმეს ნაწილები ძალიან დაკავშირებულია ერთმანეთს და მხოლოდ მთლიანზე მითითების შემთხვევაშია ახსნადი.”

    “მთლიანი” არ უნდა ეწოდოს ისეთ საჭმელს, რომელშიც ნახშირწყელბის შემცველობა მაღალი, ხორცისა და ცილი კი – დაბალია. მსგავსი საჭმელი არ ასახავს ძაღლებისა და კატების ბუნებრივ რაციონს.

  • ადამიანთათვის განკუთვნილი

    Our fresh meats, poultry, and fish come from animals deemed fit for human consumption before arriving at our kitchens.  The reason we say “before arriving at our kitchens” is because once ingredients leave a supplier and enter a pet food kitchen, they are no longer allowed to be classified as “human-grade”.

    Not only do our fresh meats come from “human-grade” animals prior to inclusion in our foods, but our dried meals and dehydrated meats are also prepared from fresh meats and fish deemed fit for human consumption – not from the industry standard of bones, offal, and trimmings.  These fresh meats are gently prepared at low temperature (200F) and provide a concentrated source of rich protein that cannot be supplied by fresh meats alone.

    Few other pet food producers can legitimately make this claim.

  • ანტიბიოტიკებისა და ჰორმონების გარეშე

    დღესდღეობით, თითქმის ყველა მწარმოებელი აცხადებს, რომ მისი საჭმელი არ შეიცვას ჰორმონებსა და ანტიბიოტიკებს. სინამდვილეში, ჩრდილოეთ ამერიკაში ადამიანთა მოხმარებისთვის გაზრდილი ცხოველების უმრავლესობა ჰორმონებით გაჯერებული საკვებით იკვებება. მეტიც, ყველა ცხოველს აქვს ჰორმონები, ამიტომ რთული გასაგებია როგორ შეიძლება ხორცი ჰორმონების არშემცველი იყოს.

Still have questions?

Contact Customer Care for additional assistance.