ბიბლიოთეკა

ჩვენი “ბიოლოგიურად სათანადო” რეცეპტები კვების იმ ფილოსოფიაზეა დაფუძნებული, რომ კატები და ძაღლები თავიანთი ევოლუციური ადაპტაციის მიხედვით, ახალი ხორცის მრავალფეროვნებით უნდა გამოვკვებოთ.

ამიტომაა, რომ აკანასა და ორიჯენის ჩვენი რაციონები სავსეა მაღალი ხარისხის ცხოველური ცილით, დაბალანსებული ცხიმოვანი მჟავის პროფილით, მინიმალური (და დაბალგლიკემიური) ნახშირწყლებით და ბუნებრივად მიღებული ვიტამინებითა და მინერალებით, რომლებიც თქვენს კატა-ძაღლს კარგად გამოკვებავს.

დოკუმენტები

  • მითები დიდი რაოდენობით ცილაზე

    მოკლედ: ეს სტატია ეხება მაღალი რაოდენობის ცილისა და ძაღლებში თირკმლის ფუნქციის დარღვევის შესახებ მითებსა და შეცდომებს. რამდენიმე ექსპერიმენტის შედეგების მიხედვით შეზღუდული რაოდენობის ცილების მიღების უპირატესობები ღვიძლის ფუნქციისთვის არ დადასტურდა.

  • დიდი რაოდენობით ცილა და წონის კლება კატებში

    მოკლედ: ეს კვლევა კატებში მაღალი რაოდენობის ცილით გამოწვეულ ცხიმის კლებას ეხება. მისი შედეგების მიხედვით კატებს, რომლებსაც მაღალი ცილის რაციონით კვებავდნენ, ცხიმის უფრო მაღალი დანაკარგი ჰქონდათ ვიდრე იმ კატებს, რომლებსაც 30%-იან ცილის რაციონზე კვებავდნენ. მაღალი ცილის რაციონზე მყოფმა კატებმა ასევე გამხდარი კუნთური მასის შენარჩუნების ტენდენცია გამოავლინეს, რაც წონის დაბრუნების ალბათობას ამცირებს.

  • დიდი რაოდენობით ცილა და დიდი ზომის ჯიშების ლეკვები

    მოკლედ: ეს სტატია განიხილავს სხვადასხვა ცილის რაციონზე მყოფი დიდი დეინის ლეკვების ზრდასა და განვითარებას. შედეგებმა აჩვენა, რომ ცილის მიღებას არანაირი გავლენა აქვს კალციუმის მეტაბოლიზმსა და ჩონჩხის არასწორ განვითარებაზე დიდი ჯიშის ლეკვების ზრდის პროცესში. ძვლების არასწორი ფორმირება თანაბრად იყო გადანაწილებული დაბალი და მაღალი ცილის დიეტის ჯგუფებს შორის, რაც იმას ნიშნავს, რომ გენეტიკასა და მინერალების სხვაობას უფრო დიდი გავლენა აქვს ჩონჩხის განვითარებაზე დიდი ჯიშის ძაღლებში.

  • დიდი რაოდენობის ცილის გავლენა თირკმლის ფუნქციაზე

    მოკლედ: ეს სტატია განიხილავს კვების რაციონში შემავალი ცილის კონცენტრაციების ეფექტს სხვადასხვა ძუძუმწოვარ სახეობაზე. ძირითადად ფოკუსირებულია თანამგზავრ ცხოველებსა და ვირთხაზე. სტატია ახსნებს რიგ კვლევებს, რომელთა თანახმადაც ძაღლებში ცილა არ უწყობს ხელს თირკმლის ფუნქციის დარღვევას და, რომ თაგვი არ არის კარგი მოდელი ძაღლებში თირკმლის ფუნქციის შესაფასებლად. სტატიის მიხედვით, ასევე ჩანს, რომ ხნიერ ძაღლებში ცილის რაოდენობის შეზღუდვას არ აქვს დამცველობითი ეფექტი თირკმლის ქრონიკული დაავადებების მიმართ.

  • საჭმლის უსაფრთხოება: დიეტური ცილა

    მოკლედ: ეს არის სტატია ძაღლებში კვების რაციონში შემავალი ცილის უსაფრთხოების შესახებ. მის თანახმად, ცილებს ცუდი ზეგავლენა არ აქვთ თირკმლის ფუნქციაზე. ასევე, ხნიერ ცხოველებში ცილის რაოდენობის შეზღუდვა არა აუცილებელი და სავალალოც კია ცხოველის ჯანმრთელობისთვის.

  • გალიაში და თავისუფლად მცხოვრები მგლების შედარება

    მოკლედ: ეს სტატია ბუნებრივ და “ძაღლის საჭმელის” რაციონზე მყოფი რუხი მგლების შრატის ბიოქიმიას ადარებს ერთმანეთს. კვლევა აჩვენებს, რომ კვება, აქტიურობის დონე და გარემო მნიშვნელოვან გავლენას ახდენს შრატის ბიოქიმიურ ღირებულებაზე და გათვალისწინებილი უნდა იქნეს სისხლის ანალიზების ინტერპრეტაციისას.

  • გაიგეთ მეტი ხორცის მჭამელებზე

    მოკლედ: ძაღლებისა და კატების კვების ანატომიისა და ხორცისა და ცილების რაციონის ევოლუციური ადაპტაციის განხილვით დაწყებული, Champion’s Petfoods-ის თეთრი სტატია “ბიოლოგიურად სათანადო” კვების ფილოსოფიის საფუძვლიან ახსნას გთავაზობთ. „თეთრი სტატია“ ასევე შეიცავს შინაური ცხოველების კომერციული საკვების ისტორიას და ხსნის როგორ განვითარდა ძაღლებისა და კატების საკვები და რატომ იყენებს ის ხელსაყრელ ინგრედიენტებსა და ნახშირწყლებზე დაფუძნებულ საკვებს. დოკუმენტი საკვების შესახებ იმ მითების განხილვით მთავრდება, რომელთა გათვალისწინებაც მყიდველს უწევს საკვების არჩევისას.

  • ცილისა და თირკმლის პარამეტრები კატებში

    მოკლედ: ეს კვლევა განიხილავს რაციონში ცილის შემცველობის გავლენას 23 ჯანმრთელი დედალი თაგვის თირკმლის პარამეტრებზე. კვლევის მიზანი იყო დაედგინათ მაღალი ცილის რაციონის მქონე კატებს ამაღლებული სისხლის შარდის აზოტი და კრეატინინი დონე ექნებოდათ თუ არა ღვიძლის ფუნქციის შეუმჩნეველ ცვლილებასთას ერთად. ერთადერთი გადაკვეთის დიზაინი იქნა გამოყენებული